59 წლის ასაკში სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა

AutoSharing Option
59 წლის ასაკში ცნობილი იტალიელი ფეხბურთელი სალვატორე სკილაჩი გარდაიცვალა. "სკუადრა აძურას" ყოფილი ფორვარდი 2022 წლიდან მსხვილი ნაწლავის კიბოს ებრძოდა და ორჯერ ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სკილაჩი 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და მან ამ ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირი გახდა.

მან ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ტოტო სკილაჩი. დიდებული იტალიელი თავდამსხმელი, რომელსაც საოცარი სისწრაფე და გოლის ალღო ჰქონდა. ნათელი დაადგეს მის სულს.
ქუთაისი
15:10 18-09-2024
2
ნათელში ამყოფოს მისი სული ღმერთმა! სკილაჩი და რობერტო ბაჯო მაგრა თამაშობდნენ არიგო საკის გუნდში!
მწვრთნელი
15:17 18-09-2024
1

სიახლეები პოპულარული