რონალდო ამ ადამიანს მასზე უკეთეს ფეხბურთელად თვლიდა, მაგრამ ის ჯერ ციხეში მოხვდა, შემდეგ კი პორნოფილმების მსახიობი გახდა... - ფაბიო პაიმის უცნაური ამბავი

AutoSharing Option
პორტუგალიელი ფაბიო პაიმი 2003 წელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა. ის "სპორტინგის" აკადემიაში კრიშტიანო რონალდოსთან ერთად იზრდებოდა და "ალ ნასრის" ამჟამინდელი შემტევი პაიმზე ამბობდა, რომ ის მასზე უკეთესი ფეხბურთელი იყო და საზოგადოება ამას მალე იხილავდა.

კრიშტიანოს ეს წინასწარმეტყველება კი სრულიად ვერ გამართლდა. პაიმის საფეხბურთო კარიერა მხოლოდ 2018 წლამდე გაგრძელდა. იყო "ჩელსის" წევრიც, მაგრამ ძირითად გუნდში არასდროს უასპარეზია. ძირითადად კი პორტუგალიის დაბალი დონის კლუბებში განათხოვრებით ბურთაობდა და ფეხბურთის მხრივ მისი სახელი არავის დამახსოვრებია.

2019 წელს ფაბიო ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის დააკავეს. ციხიდან
გამოსვლის შემდეგ კი მან უცნაური სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ უნდოდა პორნო ფილმში მიეღო მონაწილეობა.

მისი ეს სურვილი მალევე აცხადდა და პაიმი დიანა მელანსიასთან ერთად პორნო ფილმში გადაიღეს. ახლა ფაბიო საზოგადოებამ სულ სხვა მხრივ გაიცნო, თუმცა ამაში ფეხბურთი ნამდვილად აღარაფერ შუაშია...
მკითხველის კომენტარები / 2 /
უმნიშვნელოვანესი ინფოა, მადლობა. თუმცა ხანდახან ასეთი სტატიებით გახალისებაც შეიძლება. ისე ნეიმარის დედის სასიყვარულო ამბები კაი ხანია აღარ დაწერილა და როგორაა რას შვება ?
1
ამ საიტზე ეტყობა ვიღაცას სპერმოტოქსიკოზი აქვს))
გიუშა
15:36 27-09-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული