"მესის ან რონალდოს გულშემატკივარი ვარ თუ არა? არ მომწონს ეს დავები. ორივეს წინააღმდეგ მითამაშია, განსაკუთრებით ბევრჯერ კრიშტიანოსთან დაპირისპირებაში მიმიღია მონაწილეობა, როცა ის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა.
ინდივიდუალიზმისა და ტალანტის გათვალისწინებით, მესი ისტორიაში საუკეთესოა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. რონალდომ, კი საკუთარი თავი შექმნა, მისი გოლები, თამაშების შედეგზე გავლენა, საქმისადმი ერთგულება, ეს "შიმშილი", რომელიც დღემდე მიჰყვება... ორივეს უდიდეს პატივს ვცემ
მომზადებულია TNT Sports-ის მიხედვით
პ.ს. ამ პოსტის დადება რომ მოვინდომე,ეკრანზე მე არ ვარ რობოტის საამებლად სურათები გამოვიდა,მოთხოვნით:მონიშნეთ სურათები,რომელიც შეესაბამება "ლეიბლს",მერე კი,რაღაცა ეწერა,ინგლისური სიტყვა,ლათინური შრიფტით.მითხარით,არ არის ეს,ქართული ენის და ზოგადად ქართველი ადამიანის უპატივცემულობა?ჯერ მაიძულებენ დავუმტკიცო,რომ მე არც რობოტი ვარ და არც აქლემი,შემდეგ კი,ამას,იმ უცხო ენის ცოდნის მოთხოვნაც დაამატეს,რომელიც ჩემს სკოლაში საერთოდ არ ისწავლებოდა.საქართველოს კანონებით,ნებისმიერ ტექნიკას თუ ნივთს,მოხმარების ქართულ ენოვანი სახელმძღვანელოც უნდა მოსდევდეს.ამას თითქმის არავინ ასრულებს,ახლა კი,სასაუბრო ენაში შემოჭრაც ნორმა გახდა?გასული საუკუნის 70- იან წლებში საბჭოთა კავშირი,სხვას კი არაფერს ცდილობდა,საქართველოს ახალგაზრდობა ქართული ენის დასაცავად რომ გამოვიდა.დღევანდელი ახალგაზრდობის რაღაცა ნაწილი,ზოგჯერ სწორედ იმ თაობის ადამიანების მალე გაწყვეტის სურვილს გამოთქვამს ხოლმე,რომლებიც მაშინ იცავდნენ ქართულ ენას.წაიკითხავენ ამ პოსტს და ალბათ გაწიწმატდებიან,მაგრამ სჯობია დაფიქრდნენ,სადამდე მიიყვანათ აგიტაციის დაუფიქრებლად აყოლამ.კაცთ მოძულეობამდე!!!მთელ თაობას გაწყვეტას რომ უსურვებ,ამას სხვა არაფერი ჰქვია!დღეს ეროვნული გმირის,ბიძინა ჩოლოყაშვილის დღე აღინიშნება ახმეტაში.იქნებ მისი ისტორია წაიკითხოთ და ცოტათი მაინც დაფიქრდეთ,ამ ყველაფრის შესახებ.