დიდი დაბრუნება - რონალდოს დამ, ამჯერად კასანოს დასცინა [PHOTO]

AutoSharing Option
საკმაოდ ხნის შემდეგ, კრიშტიანო რონალდოს და ელმა რონალდომ სხვა ფეხბურთელზე მიიტანა იერიში და ამჯერად ანტონიო კასანო გააკრიტიკა. 

იტალიელმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა: "რონალდომ ფეხბურთის თამაში არ იცის. შეიძლება 3000 გოლი გაიტანოს, მაგრამ არ მადარდებს."

"რომას", "ინტერის", "მილანისა" და იტალიის ნაკრების ყოფილ შემტევს ელმა რონალდომ ინსტაგრამზე უპასუხა. 

"ამ უბედურს არ ვიცნობ და მასთან არანაირი საქმე არ მაქვს. მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: თუ კრიშტიანომ ფეხბურთის თამაში არ იცის და 900-ზე მეტი გოლი გაიტანა, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ იცოდეს, რა მოხდებოდა. ამბობენ, ის (კასანო.
რედ.) ფეხბურთელი იყოო. ვფიქრობ, ხალხი ცდება - ის ბურთის მომტანი ბიჭუნა გახლდათ," - დაწერა სთორიში "ალ ნასრის" ფორვარდის დამ და თან კლოუნის ემოჯი დაურთო. 

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
მიყვარს,ანტონიო კასანო.ფეხბურთელიც საკმაოდ ორიგინალური იყო და ლაპარაკშიც,რასაც ფიქრობს,მეტწილად იგივეს ლაპარაკობს.მიუხედავად ამისა,ვთვლი,რომ რონალდოს დისაგან ასეთი კომენტარი,ალალად დაიმსახურა.ისეთმა ძროხამ დამწიხლოს,ჩემზე მეტს იწველებოდესო,ნათქვამია.რონალდოზე იმის თქმა,ფეხბურთი არ იცისო,იმას ნიშნავს,რომ სკანდალებით ყურადღების მიპყრობას ცდილობს.სხვა ამოცანა,ამ ჯერზე მას არ აქვს და დასაწყისში ჩემი სიტყვების მიუხედავად,სულაც არ ფიქრობს იმას,რასაც ამ ჯერზე ლაპარაკობს.რონალდო,ფეხბურთის გიგანტია და ამაში, არც მას ეპარება ეჭვი.
სოსო
21:42 01-10-2024
4
კრიშტიანოს თამაშის ცოდნაზე არ ვიდავოთ, თუმცა ვისაც კასანოს თამაში გახსოვთ, როგორც ტეხნარი, უფრო მაღლა დავაყენებდი. მხოლოდ ესაა, რომ კასანომ, რონალდუსგან განსხვავებით, სულ3-4 წელი ითამაშა უმაღლეს დონეზე.
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული