"რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა" - ლუკაკუმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც "პარტენოპეიში" ადაპტაციის გავლაში დაეხმარა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ახალწვეულმა რომელუ ლუკაკუმ ნეაპოლური კლუბის YouTube არხთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის შესახებ ისაუბრა.

ბელგიელის თქმით, "პარტენოპეიში" გადასვლამდე, დრის მერტენსს ესაუბრა.

"ნაპოლიში" გადასვლამდე, დრის მერტენსს ვესაუბრე, ის ჩემი კარგი მეგობარია. დრისს 17 წლიდან ვიცნობ. მან რჩევები მომცა და მასწავლა ნეაპოლში როგორ მეცხოვრა.

ყოველდღიურად ვშრომობ და ვცდილობ საკუთარი თამაში გავაუმჯობესო. ჩემი კერპები? ასეთი ბევრი მყავდა, მაგალითად: დიდიე დროგბა, სამუელ ეტო'ო, ნიკოლას ანელკა და ტიერი ანრი.

შემიძლია თუ არა ნეაპოლურ ენაზე საუბარი? ბავშვებთან ერთად ამის გაკეთებას ვცდილობ, მაგრამ ძალიან რთული ენაა. გპირდებით, ორ
თვეში ნეაპოლურად რამდენიმე წინადადება მეცოდინება", - განაცხადა ლუკაკუმ.

შეგახსენებთ, რომელუ "ნაპოლის" გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსიდან", 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

altკვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]

alt"გვიან მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ" - ფედელემ "კვარა" და ლუკაკუ გააკრიტიკა

altროდის მოაქვს ცვლილებებს ცუდი ხვიჩასთვის? - კვარაცხელიამ და ლუკაკუმ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღეს, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყველა კერპი შავკანიანია?
ამათზე მეტი რასისტი ვინაა?
ამერიკის ბევრ ადგილას თეთრკანიანს არ აჭაჭანებენ.
ვინისიუსები და მისნაირები რომ რასისზმზე დაგიწყებენ ლაპარაკს...
5
ბადრის და დავითს.
ჰარლემში უნდა ჩაგაგდოთ კაცმა 1-2 საათით და ვნახავდი თქვენ ვაჟკაცობას.
მამუკა
19:25 04-10-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული