"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ფულემთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფიფა გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ექვსი კონფედერაციიდან 32 გუნდი იასპარეზებს.

გვარდიოლას თქმით, "მანჩესტერ სიტიმ" ფიფა-დან წერილი მიიღო, სადაც ორგანიზაცია კლუბს მოუწოდებს, რომ აღნიშნულ ტურნირზე ძლიერი ფეხბურთელები ათამაშონ.

"კლუბის ოფისში მივიღეთ შეტყობინება - "ვალდებულები ხართ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ყველა ძლიერი ფეხბურთელი ათამაშოთ".

რას ნიშნავს ძლიერი ფეხბურთელები? ამას ვინ წყვეტს? ფიფა-ში ჩემზე უკეთესად იციან ვინ ვისზე ძლიერია თუ ეს ყველაფერი როგორ გავიგო?

აშშ-ში მთლიანი შემადგენლობით
ჩავალთ, შემდეგ კი ვინც ყველაზე კარგ ფიზიკურ კონდინციებში იქნება, ის ითამაშებს.

ჰოლანი რომ ფორმაში არ იყოს, ან ტრავმა აწუხებდეს, მაინც უნდა ვათამაშო? მთავარი მწვრთნელი მე ვარ და ასეთ გადაწყვეტილებებს მე მივიღებ, არავის რჩევა არ მჭირდება", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მართალია, რას ერჩით. ვინ არის "უკეთესი" ფეხბურთელი სუბიექტური აზრია, ყველა თავის საქმეს აკეთებს მოედანზე, შესაბამისად მწვრთნელი წყვეტს, როდის რა ჭირდება.
....
15:22 05-10-2024
0
ყელამდე ნეხვშია ფიფა, უეფა, მარტო ტოტალიზატორი და ფულია მაგათი ინტერესი.
მალხაზ ჯობავა
16:40 05-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული