"მიეცით შანსი ადგილობრივ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს!" - ბრაზილიის პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრებისთვის ახალი იდეა წამოაყენა

AutoSharing Option
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ადგილობრივი სერია A- ფეხბურთელებით უნდა კომპლექტდებოდეს და არა საზღვარგარეთ მყოფი მოთამაშეებით. მისი აზრით, ბრაზილიაში მოთამაშე ფეხბურთელებს შანსი უნდა მიეცეთ.

"ჩვენს სერია A-ს ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში წასულებზე უარესები არ არიან, ეროვნული ნაკრები შეიძლება ადგილობრივი ფეხბურთელებისგან ჩამოყალიბდეს.

მიეცით შანსი მათ, ვინც არსად წასულა", - ციტირებს 78 წლის და სილვას Sportskeeda.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები როგორც ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი 1965 წლიდან, მაშინ პირველად ვუყურე ტელევიზორში მაგათ თამაშშს, სსრკ გაანადგურა მოსკოვში 3 / 0
ევროპიდან უნდა წაიყვანო 2,3 ფეხბურთელი, დანარჩენები სიაფანდები არიან, თანაც თამაშობენ ევროპულ, არასანახობრივ ფეხბურთს.
მაგიტომ მოეწონათ ევროპაზე ჩვენი თამაში რომ, ჩვენ, ჩვენი ქართული ფეხბურთი ვითამაშეთ.
მალხაზ ჯობავა
12:56 14-10-2024
0

სიახლეები პოპულარული