კატარელებს ამჟამად ბართლომე მარკესი ავარჯიშებთ, მაგრამ მისი შედეგები არ მოსწონთ და "ბარსელონას" ყოფილ თავკაცს სამუშაო შესთავაზეს, ესპანელის პასუხი კი ჯერჯერობით უცნობია.
კატარის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში მე-4 ადგილზე 4 ქულით იმყოფება და 1-2 ადგილებზე მყოფ ირანსა და უზბეკეთს უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
ინფორმაციისთვის, ხავი კატარში მწვრთნელი საკლუბო დონეზე უკვე იყო და "ბარსელონაში" დაბრუნებამდე 2019/21-წლებში "ალ სადს" ავარჯიშებდა.