სასტუმრო მდებარეობს მე-19 საუკუნის სასახლეში, ქალაქის ევროპულ მხარეს, ულამაზესი ხედით ბოსფორისა და აზიის მხარეზე.
Four Seasons Hotel Bosphorus-ს აქვს ხუთი რესტორანი: 24-საათიანი რესტორანი, თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორანი, აზიური და ხმელთაშუა ზღვის რესტორანი, ქებაბის მაღაზია და კაფე,
სასტუმროს თანამშრომლები ხუმრობენ, რომ მიუხედავად სამზარეულოს მრავალფეროვნებისა, მოურინიო ყოველ საღამოს სადილზე ერთსა და იმავეს ბრძანებს: ქათმის სუპს, პიცა მარგარიტას, ნაყინს და გაზიან წყალს.
ჟოზე არ იშურებს ხარჯებს კომფორტულ საცხოვრებელზე. ჟურნალისტებმა გამოთვალეს, რომ პორტუგალიელმა ოთხი თვის განმავლობაში სასტუმროში 142 000 ფუნტი დახარჯა, რაც მისი ხელფასის 2%-იც არაა, რადგან მოურინიოს ყოველწლიური ანაზღაურება "ფენერბაჰჩეში" 11 მილიონი დოლარია.
როგორც Daily Mail წერს, ზოგჯერ პორტუგალიელი სასტუმროს კედლებს სცილდება და ქუჩაში სეირნობს. ის სტუმრობს თავის საყვარელ კაფეს, სადაც დონერ-ქებაბს მიირთმევს. დაწესებულების თანამშრომლებმა ჟურნალისტებს აჩვენეს ფოტო, რომელშიც პორტუგალიელი მარტო ჭამს დონერს. მწვრთნელმა თანამშრომლებს სთხოვა, არ გაიზიარონ ის ფაქტი, რომ ის მათი ხშირი სტუმარია.