"ძალიან თავმდაბალი ბიჭი და "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია" - ანჩელოტი ვინისიუსზე საუბრობს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბლანკოსის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში მისი შეგირდის, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა.

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელი შემტევი კარგ ფეხბურთელთან ერთად, თავმდაბალი ადამიანიცაა.

"ვინისიუსი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ძალიან თავმდაბალი ბიჭია, დროთა განმავლობაში საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა, გაიზარდა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია.

დარწმუნებული ვარ, "ვინი" "ოქროს ბურთის" მომავალი გამარჯვებულია. არის თუ არა ისეთივე დისციპლინირებული ფეხბურთელი როგორც ადრე? დიახ, ზუსტად ისეთია, როგორიც პირველ დღეს იყო, როდესაც შევხვდი", - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, "ოქროს ბურთის" დაჯიდლოება 28
ოქტომბერს გაიმართება. 

alt"თუ ესპანეთში რასიზმი არ დამარცხდება, 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატი აქ არ უნდა ჩატარდეს" - ვინისიუს ჟუნიორი

alt"განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ" - ვინისიუს ჟუნიორი

alt"ლა ლიგიდან არ წავალ, რათა რასისტებმა ჩემს სახეს კიდევ დიდხანს უყურონ" - ვინისიუს ჟუნიორი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ბრწყინვალე ფეხბურთელად გამოზარდა და ადვილი შესაძლებელია,ოქროს ბურთიც მოიპოვოს,მაგრამ თავმდაბლობაზე ლაპარაკი,მგონი ანჩელოტის სურვილი უფროა და ჩვენთან თამადა სუფრის წევრს რომ ადღეგრძელებს ხოლმე,თან კი არსებულ კარგ თვისებებთან ერთად,არარსებულსაც მიაწერს,იქნებ წაქეზდეს და მართლა ასეთი გახდესო,ისე უნდა იყოს საქმე.ეტყობა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს მიღებული და იქიდან ვერ გამოდის.ანჩელოტიც სწორედ მის დახმარებას ცდილობს,მაგ სიტყვებით.
სოსო
13:30 26-10-2024
0
თავმდაბალი არა, კვატი, ნუ ანჩელოტისთან კი იქნება მასეთი, აბა სხვებს ჰკითხოს. რა კარგი სპორტსმენიცაა, იმდენად ცუდი ტიპია, ყველგან რასიზმი რომ ელანდება და ნებისმიერი სპორტული ბრძოლის ელემენტი მის მიმართ კანის გამო დაჩაგვრად რომ აღიქვამს. ნამდვილი ისტერიჩკა ტიპია
ცოფიანი სპილო
14:27 26-10-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული