"ამას იტალიაში "ნაპოლისგან" ვერავინ წარმოიდგენდა" - დელ პიერო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Calcio-სთან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.

"ველოდებოდი თუ არა, რომ "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნებოდა? ნამდვილად არა. "ვერონასთან" განცდილი ფიასკოს შემდეგ, იტალიაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ "პარტენოპეი" წინ იქნებოდა.

კონტესთვის მაკტომინეი და ლუკაკუ საკვანძო ფეხბურთელები არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "ნაპოლი" კიდევ უფრო მოუმატებს. ანტონიოს შეუძლია თამაშები "ბინძური" გზითაც მოიგოს. მისთვის მთავარი გამარჯვებაა", - განაცხადა დელ პიერომ.

შეგახსენებთ, "პარტენოპეი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 22 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან "ინტერს" 4 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაკტომინეი კიდევ ჯანდაბას, დარბის მაინც ყველაზე მეტს, მაგრამ ლუკაკუო, გაიგეთ კაცოოო? ოსიმენის ნახევარიც არ არის. ვის დაკარგვია საერთოდ....
კარგით რა
20:07 28-10-2024
5
დელ პიერომ მთელი კარიერა იუვეში გაატარა და დავიჯერო, არ იცის, რას ნიშნავს ბინძური ხერხებით მატჩების მოგება?!... აბა, რისთვის ჩააბუნძულეს სერია ბ-ში?!... კონტე კი შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია და იცის, როგორ დადოს ეგ შედეგი, ამიტომაც უხდიან დიდ ხელფასს... სხვა საქმეა, გულშემატკივარს რა მოსწონს და ჩვენს ბიჭს რა როლი ეკისრება მაგ 1:0-ით მოგებულ თამაშებში, მაგრამ დამიჯერეთ, ორი მილანური გასვლიდან ერთიც რომ მოიგოს მაგ ანგარიშით, კონტეს ცაში აიყვანენ და მეორე დღეს აღარავის ეხსომება, სანახაობრივად გააკეთა ეს თუ "ბინძურად"... რეალურად კი, თუ მომდევნო 4 თამაშში კონტეს ნაპოლიმ 4 ქულა მაინც აიღო, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დარჩება და დელ პიეროს, ჯობდა, ის დაეკონკრეტებინა, რატომ და რის ხარჯზე ფიქრობს, რომ ნაპოლი მოუმატებს...
დდდ
17:26 28-10-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული