წყაროს ცნობით, მოლაპარაკებებში "როსონერის" დირექტორის მრჩეველი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მონაწილეობს, გარდა ამისა, "მილანი" მზადაა ნიგერიელის სანაცვლოდ გუნდის ერთ-ერთ ლიდერს რაფა ლეაოს შეელიოს.
"ნაპოლის" ოსიმენის იტალიური კლუბისთვის მიყიდვა არ სურს, თუმცა "მილანი" გარიგებაში რაფა ლეაოს გამოყენებას გეგმავს. ნეაპოლელები შესაძლოა პორტუგალიელით დაინტერესდნენ, თუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "კვარა" "პარტენოპეის" დატოვებს, ასე რომ ეს გარიგება დიდწილად ქართველის მომავალზეა დამოკიდებული. ასევე საინტერესოა პორტუგალიელი გარემარბის სურვილიც,
ერთი რამ ნათელია - "მილანი" მზადაა ოსიმენის სანაცვლოდ ლეაო დათმოს", - განაცხადა ფასანომ.
შეგახსენებთ, "გალათასარაის" რიგებში ვიქტორის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 4 გატანილი გოლი და 4 საგოლე პასია.
ოსიმენი "გალათასარაიში" დაფრინავს - ნიგერიელმა "ბეშიქთაშსაც" გაუტანა [VIDEO]
სრული სიგიჟე - ოსიმენის ზღაპრული სილამაზის გოლი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
ოსიმენი "გალათასარაის" სრულფასოვანი მოთამაშე გახდება? - სტამბოლელებს ახალი გეგმა აქვთ