ცნობილია, კიდევ რამდენი ხნით მოუწევს უქმოობა ტრავმირებულ ნეიმარს

AutoSharing Option
"ალ ჰილალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუსმა განაცხადა, რომ გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმარს ტრავმის მოსარჩენად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

პორტუგალიელის თქმით, 32 წლის ფეხბურთელის მუხლი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მას კუნთის პრობლემა აქვს, რადგან დიდი ხანია არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უქმოობდა. მან 4 ნოემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე "ესტაგლალთან" 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხრუსტალი
irakli
22:32 06-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული