ნეიმარს კონტრაქტს უწყვეტენ? - ბრაზილიელი შესაძლოა, კვლავ მესის თანაგუნდელი გახდეს

AutoSharing Option
UOL Esporte-ს ცნობით, საუდის არაბეთის "ალ ჰილალი" მუდმივი ტრავმიანობის გამო, გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმართან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.

კლუბში საეჭვოდ მიიჩნევენ, რომ 32 წლის ფეხბურთელს დაზიანების სრულად მორჩენა და კვლავ მაღალ დონეზე თამაში შეეძლება.

საინტერესოა ისიც, რომ ნეიმარის თემასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა აგენტმა პაულო ბარბოსამ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ბრაზილიელს გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუსთან კოფლიქტი აქვს და მას მოტივაციის ნაკლებობას ედავებიან.

ბარბოსა ამბობს, რომ ნეიმარი ევროპაში არ აბრუნებს და კარიერას სამშობლოში ან MLS-ში განაგრძობს, სადაც მას დიდი მეგობარი ლიონელ მესი ელოდება.

ინფორმაციისთვის, ნეიმარს ტრავმის გამო თითქმის ერთი ხელი გაუცდა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და ახლა დაახლოებით ნახევარი თვე მოუწევს უქმოობა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ჟულიკია)) მეცინება მარა ცხოვრობს რა კაცი .. გულაობს...))
ვახო
20:29 07-11-2024
0
რაში გადაუხადეს ამდენი ფული ამ ლუდომან ნეიმარს არაბებმა . ტრავმაში?
ტოტტი
15:14 07-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული