შოტლანდიელი სპეციალისტი "მანკუნიანელებს" 2013/2014 წლებში ავარჯიშებდა.
"თავიდანვე ვიცოდი, რომ სიტუაციის გასაუმჯობესებლად დიდი დრო დამჭირდებოდა, თუმცა ხმამაღლა ვერ ვიტყოდი, რომ ამას დაახლოებით 6-წლიანი პროცესი სჭირდებოდა.
გუნდს პრემიერლიგა ახალი მოგებული ჰქონდა და "იუნაიტედის" ჩაბარებას მეც დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დავთანხმდი, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ცვლილებები იყო საჭირო.
სერ ალექს ფერგიუსონთან და დევიდ გილთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით და სადილზე სხვადასხვა საკითხებს განვიხილავდით.
რა
გამაფრთხილეს, რომ თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდოდი, სამსახურს დავკარგავდი. დღეს კი მათი სტანდარტები დაეცა.
არ ვნანობ, რომ "წითელი ეშმაკების" წინადადებას დავთანხმდი, რადგან იქ მუშაობით ბევრი ვისწავლე. ვუყურებდი როგორ ჩხუბობდნენ გასახდელში გუნდის ლიდერები წარუმატებელი მატჩების შემდეგ, ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ მოთამაშის ხარისხი ასაკთან ერთად ეცემა", - განაცხადა მოიესმა.
შეგახსენებთ, შოტლანდიელი ბოლოს "ვესტ ჰემს" წვრთნიდა, გასულ ზაფხულს "ჩაქუჩებმა" მოიესი ხულიენ ლოპეტეგით შეცვალეს.