"ალ ჰილალი" ნეიმარს კონტრაქტს არ გაუწყვიტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი "ალ ჰილალთან" კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ 32 წლის ვარსკვლავი მუდმივი ტრავიამონობის გამო შესაძლოა, საუდის არაბეთიდან წასულიყო.

ინფორმაციისთვის, ნეიმარს ტრავმის გამო თითქმის ერთი ხელი გაუცდა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და ახლა დაახლოებით ნახევარი თვე მოუწევს უქმოობა.

პლეტენბერგი წერს, რომ ნეიმარის მიზანი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მორჩა ამის ფეხბურთი, მიკვირს ამაში ამდენ ფულს რატო იხდიან, მხოლოდ რეკლამაა რაა
სიმართლე
15:05 11-11-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული