ზაგრების "დინამოს" შემტევმა "რეალს" 5-წლიან კონტრაქტზე უარი უთხრა

AutoSharing Option
ზაგრების "დინამოს" შემტევმა მარტინ ბატურინამ მადრიდის "რეალში" გადასვლაზე უარი თქვა, ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sports-ის ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" 21 წლის ფეხბურთელს 5-წლიანი ხელშეკრულებასა და პირველი 2 წლით სხვა ესპანურ კლუბში იჯარით გადასვლას სთავაზობდა.

ბერგერის ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბატურინას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ევროპულ გრანდში გადასვლა და მაშინვე ძირითად შემადგენლობაში თამაში სურს.

მარტინი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად ბუნდესლიგაში გადაბარგებას მიიჩნევს.

ბატურინას დამატებით "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "ატლეტიკო და "ბარსელონა" ინტერესდებიან. შემტევმა მიმდინარე სეზონში ზაგრების "დინამოს" მაისურით
ყველა ტურნირზე ჯამში 11 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 5 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გოლის გატანაში არ გამოირჩევა და თუ ასისტების გულისთვის უნდათ შეძენა,არ ვიცი?
მირო
13:08 12-11-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული