შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. 59-ე წუთზე ანგარიში რაფა ლეაომ გახსნა, 72-ე წუთზე რონალდომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
მე-80 წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა პორტუგალიელთა უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. 83-ე წუთზე თავის გამოჩენა პედრო ნეტუმ მოახერხა.
87-ე წუთზე კი კრიშტიანო რონალდომ დუბლი გაიფორმა, "ალ ნასრის" ფორვარდმა ულამაზესი მაკრატელა დარტყმით სხვაობა გამანადგურებელი გახადა.
ბრწყინვალე გოლიდან ერთ წუთში მარჩუკმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით პორტუგალია ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილს იკავებს. რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 18 ნოემბერს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
პოლონეთის ნაკრები 4 ქულით მესამე ადგილზეა და 18 ნოემბერს, შოტლანდიას დაუპირისპირდება.
მორიგი სირთულეები ჯორჯიანას ოჯახურ ურთიერთობაში - რა ხდება რონალდოს მეუღლისა და მისი დის თავს?