'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა, კოლუმბიელმა ფრედი გუარინმა Caracol Television-ის ეთერში საკუთარ ბნელ წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, ერთხელ, სიმთვრალეში თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

"რთული დრო იყო, ზედიზედ 10 დღე არ გამოვფხიზლებულვარ. დაღლილობის გამო მეძინებოდა ხოლმე, თუმცა ლუდის ქილებთან ერთად ვიღვიძებდი.

რეალობის აღქმა სრულად დაკარგული მქონდა. ამ მდგომარეობაზე ჩემი რეაქცია ბალკონიდან გადახტომის გადაწყვეტილება გახდა.

თუმცა, გადახტომა რომ ვცადე, აივანზე დამცავი ბადე ყოფილა გაკრული და ქვემოთ არ გამიშვა, ბალკონზევე დავენარცხე. ცხადია, ის ბადე საერთოდ ვერ შევამჩნიე.

ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი,
თუ ალკოჰოლის სმას არ შევწყვეტდი, მოვკვდებოდი და მეც ვსვამდი და ვსვამდი. იმ დონემდე მივედი, რომ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მათ შორის საკუთარი სიცოცხლეც," - თქვა 38 წლის გუარინმა.

ფრედი სხვადასხვა დროს "ბოკა ხუნიორსში", "სენტ ეტიენში", "პორტუში", "ინტერში", "შანხაი შენხუაში", "ვასკო და გამასა" და "მოლინაროსში" გამოდიოდა. კარიერის საუკეთესო წლები ჯერ "პორტუში", შემდეგ "ინტერში" გაატარა. მილანური კლუბიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო გაუშვეს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ლუდით თრობა ღვინით თრობაზე მძიმე "პახმელია"-ს რომ იწვევს არ იცით? ძალიან მძიმე აკოჰოლი რომაა ლუდი არ იცით?
Guriec
14:12 25-11-2024
0
რომელი სართულიდან ხტებოდა ეს ჩემისაა!?ან რას ხტებოდა კი მარა!
გულშემატკივარი !!
20:42 19-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული