'ვიცოდი, სასმელი მომკლავდა, მეც ვსვამდი და ვსვამდი' - სამხრეთამერიკელმა რთული პერიოდი გაიხსენა

AutoSharing Option
ვეტერანმა ფეხბურთელმა, კოლუმბიელმა ფრედი გუარინმა Caracol Television-ის ეთერში საკუთარ ბნელ წარსულზე ისაუბრა და განაცხადა, ერთხელ, სიმთვრალეში თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

"რთული დრო იყო, ზედიზედ 10 დღე არ გამოვფხიზლებულვარ. დაღლილობის გამო მეძინებოდა ხოლმე, თუმცა ლუდის ქილებთან ერთად ვიღვიძებდი.

რეალობის აღქმა სრულად დაკარგული მქონდა. ამ მდგომარეობაზე ჩემი რეაქცია ბალკონიდან გადახტომის გადაწყვეტილება გახდა.

თუმცა, გადახტომა რომ ვცადე, აივანზე დამცავი ბადე ყოფილა გაკრული და ქვემოთ არ გამიშვა, ბალკონზევე დავენარცხე. ცხადია, ის ბადე საერთოდ ვერ შევამჩნიე.

ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი. მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი,
თუ ალკოჰოლის სმას არ შევწყვეტდი, მოვკვდებოდი და მეც ვსვამდი და ვსვამდი. იმ დონემდე მივედი, რომ ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, მათ შორის საკუთარი სიცოცხლეც," - თქვა 38 წლის გუარინმა.

ფრედი სხვადასხვა დროს "ბოკა ხუნიორსში", "სენტ ეტიენში", "პორტუში", "ინტერში", "შანხაი შენხუაში", "ვასკო და გამასა" და "მოლინაროსში" გამოდიოდა. კარიერის საუკეთესო წლები ჯერ "პორტუში", შემდეგ "ინტერში" გაატარა. მილანური კლუბიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო გაუშვეს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
აბა ესა ყოფილა რა. ბიჯო, 50 წელია ვსვამ და თავის მოკვლა არ მომსვლია აზრად ცხოვრებაში. 8 დღეში ისე როგორ დალიე, თანაც ლუდი, რომ რამსები დაკარგე?))))))
გიგო პაპა
17:28 19-11-2024
0
ბალკონი ქართულად აივანია.
ვინც ეს სტატია თარგმნე სკოლა არ გაქვს დამთავრებუილი?
თუ რუსული განატლება გაკვს და კარტული არ გეკერკება.
საიტის ადმინ, ნახეთ ხოლმე რას წერენ თქვენი ჟურნალისტები. ბალკონი, არკა, ბასეინი და ა.შ.


ვაჟა
14:58 19-11-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული