გაურკვევლობა აზერბაიჯანის ნაკრებში - სანტუშის გაშვება საშინელი შედეგების გამო უნდათ, მაგრამ წინ ერთი დიდი პრობლემა დგას

AutoSharing Option
Azerisport-ის ცნობით, ცნობილი პორტუგალიელი სპეციალისტი ფერნანდო სანტუში შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დეკემბერში გადააყენონ.

აზერბაიჯანის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტი მომავალ თვეში 70 წლის დამრიგებლის შესაძლო გადადგომას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენს მეზობლებს ევროპის ჩემპიონი მწვრთნელისთვის დათხოვნის შემთხვევაში სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევთ და შესაძლოა, გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ შეცვალონ.

სანტუშს აზერბაიჯანში ძალიან ცუდი შედეგები აქვს. ის გუნდს ერთა ლიგის დაწყებამდე ჩაუდგა სათავეში და 6 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა მოაპოვებინა, რის გამოც აზერბაიჯანის ნაკრები ერთა ლიგის D ლიგაში დაქვეითდა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
70 წლის პორტუგალიელს რომ მოიყვან მწვრვთვნელად რომელმაც აზერბაიჯანი რუქაზე ალბათ ძლივს მოძებნა რა შედეგს დაგიდებს? ეტყობა მაგარი მენეჯმენტი ყავთ ფედერაციაში
ვა რა დონეა
10:46 22-11-2024
0
ეს კაცი ჩვენ ჩამოგვეყვანა მწვრთნელად, აზერების საწინაღმდეგო არაფელი მაქვს, წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა მაგათი საქმე ფეხბურთი, ფული აქვთ უნდათ განავითარონ ფეხბურთი ქვეყანაში, მაგრამ არ შეუძლიათ და რატომ ამდიდრებენ ამ მწვრთნელებს
გოგა
23:10 21-11-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული