ცნობილმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ, რომელმაც ბუცები ლურსმანზე უკვე დიდი ხანია ჩამოჰკიდა, ფერნანდო სანტუშის გადაწყვეტილება კრიშტიანო რონალდოს სათადარიგოთა შორის დატოვების შესახებ გააკრიტიკა:
"თუ რონალდო სკამზე გყავს, მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებ! მისი დატოვება სათადარიგოთა შორის შეცდომა იყო!
მაროკოსთან მარცხის სრული პასუხისმგებლობა ფერნანდო სანტუშის კისერზეა", - ამბობს ფიგუ.