"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა როი კინმა, პრემიერლიგის მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, 1-ელ დეკემბერს, "ლივერპული" შინ "მანჩესტერ სიტის" მიიღებს. 

კინის თქმით, თუ "ქალაქელები" "მერსისაიდელებთან" დამარცხდებიან, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულებული იქნება.

"ლივერპული" "სიტიზე" 8 ქულით წინაა, ფსონს ვდებ, რომ ამას "ქალაქელები" ვერ წარმოიდგენდნენ. "ლივერპული" შესანიშნავად გამოიყურება და მათ პრემიერლიგის მოგების კარგი შანსი აქვთ.

თუ ისინი საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ "სიტის" დაამარცხებენ, ეს უდიდესი განაცხადი იქნება.

"მანჩესტერის" მარცხის შემთხვევაში, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება. "სიტის" უიქენდზე უდიდესი გამოცდა
ელოდება", - განაცხადა კინმა.

alt"ლივერპულთან" მატჩის შემდეგ ტენ ჰაგი გახარებული იყო, "იუნაიტედი" პატარა კლუბივით თამაშობს - როი კინი

მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ კვარაცხელია ნაპოლიდან არ წავიდა, რეგრესი გაგრძელდება.
თედორე
23:35 26-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული