"ბარსელონას" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ორ განაპირა მცველს დაიმატებს

AutoSharing Option
"ბარსელონა" ზაფხულში ორ განაპირა მცველს დაიმატებს, ამის შესახებ ინფორმაციას Diario Sports-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელ ჰანსი ფლიკს დაცვის პოზიციებზე კონკურენციის გაძლიერება სურს და კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გერმანელ სპეციალისტს შესაბამის კანდიდატურებს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, "ბარსელონა" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 34 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან "რეალს" 4 ქულით უსწრებს ("ბლანკოსს" ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული