პლეი-ოფში გასვლისთვის უკრაინას პრემიალური გაუორმაგეს

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში უკრაინის ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და A დივიზიონში გადასასვლელად პლეი-ოფში ბელგიას დაუპირისპირდება. მატჩები 20 და 23 მარტს ჩატარდება - პირველ შეხვედრაში უკრაინელები ნომინალური მასპინძლები იქნებიან.

ТаТоТаке-ს ცნობით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელიო შტაბი პრემიალური თანხით დაჯილდოვდებიან. თავიდან მათ 250 ათას ევროს დაჰპირდნენ, ტირანაში ალბანეთის 2:1 დამარცხების შემდეგ კი "პოლესეს" პრეზიდენტმა გენადი ბუტკევიჩმა გასახდელში მოულოდნელად განაცხადა, რომ ისინი დამატებით 250 ათასს მიიღებენ.

გამოცემა იტყობინება, რომ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ ნაკრების წევრებს თანხის სრულად ან ნაწილის
საქველმოქმედო ფონდში გადარიცხვა ურჩია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰა სადა ხარ ვირთხავ, ჩემი სახელით რომ წერ კომენტარებს? უკრაინაზე დაიდო სტატია და ზელენსკიზე დააბრეხვე ეხლა რაღაც
დავით 67
22:37 25-11-2024
1
ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ
Gomako
08:43 26-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული