ვანდა ნარასთან გაშორებულ იკარდის ახალი შეყვარებული ყავს - ფეხბურთელს შორს წასვლა არ დასჭირდა... ნახეთ, ვინ არის მისი მეგობარი გოგონა

AutoSharing Option
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ვანდა ნარასთან დაშორების შემდეგ "გალათასარაის" ფორვარდ მაურო იკარდის ახალი შეყვარებული ჰყავს.

ეს გოგონა კოლუმბიელი ადვოკატი ანჯელა ბურგოსი გახლავთ, რომელიც იკარდიმ იმისთვის დაიქირავა, რომ ნარასთან განქორწინების საქმე ეწარმოებინა.

ბურგოსს სამშობლოში საკმაოდ ცნობილი საადვოკატო ფირმა აქვს და კითხვა იკარდისთან შესაძლო ურთიერთობაზეც დაუსვეს, მაგრამ ეს ამბავი არ დაადასტურა. 

"ყოველთვის მამაკაცებთან ვმუშაობ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამჟამად მარტოხელა ვარ და ურთიერთობა არავისთან არ მაქვს.

იკარდი მიმზიდველი მამაკაცია, ძალიან კულტურული, ჯენტლმენი, მაგრამ ახლა სხვა რაღაცაზე ვარ კონცენტრირებული. როცა ვმუშაობ, ყურადღებას ვაქცევ ვინ
არიან ჩემი კლიენტები და მათ სხვანაირად არ ვუყურებ", - თქვა გოგონამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული