ჟურნალისტს საშა ტავოლიერის ინფორმაციით, დღეს ბელგიის საფეხბურთო ასოციაციაში დირექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც მთავარი საკითხი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის დომენიკო ტედესკოს გადაყენება იქნება.
სავარაუდოდ, 39 წლის სპეციალისტს დაითხოვენ, რადგან ბოლო პერიოდში ბელგიელებმა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენეს და 8 მატჩიდან მხოლოდ ერთში იმარჯვეს.
ტედესკომ ბელგიის ნაკრები 2023 წლის თებერვალში ჩაიბარა და გუნდი ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გაიყვანა.