"ნაპოლის" პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ემპოლის" ნახევარმცველის, იაკოპო ფაცინის შეძენა სურს, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის ინიციატორი სწორედ "პარტენოპეის" პრეზიდენტია, თუმცა 21 წლის ფეხბურთელის შეძენის წინააღმდეგ არც გუნდის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეა.
გამოცემის ინფორმაციით, "ნაპოლის" ფაცინის შეძენა დაახლოებით 20 მილიონი ევრო დაუჯდება.
შეგახსენებთ, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "პარტენოპეი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ცენტრალურ მცველსაც შეიძენს.
12:00 10-12-2024
დე ლაურენტისმა იანვრის პირველი ტრანსფერი დაგეგმა - კონტე თანახმაა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
160.00 k
200.00 k
სიახლეები
პოპულარული
თქვენ კიდე არ გჯერათ რომ ნაპოლი სოფლის დაბალბიუჯეტიანი გუნდია, წადი ბიძია მაქედან რაის განხლებული კონტრაქტიო 2029 წლამდე, ხო არ აჟუილებს ლავრენტას და კომპანიას