რამოსი სავარაუდოდ, კარიერას არგენტინაში განაგრძობს

AutoSharing Option
ესპანური Relevo-ს ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ 38 წლის მცველმა სერხიო რამოსმა კარიერა არგენტინულ გრანდ "ბოკა ხუნიორსში" განაგრძოს.

ვეტერანი ფეხბურთელი, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, უკვე დიდი ხანია რაც "ბოკას" სპორტულ დირექტორ ხუან რომან რიკელმესთან და მთავარ მწვრთნელ ფერნანდო გაგოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ეს უკანასკნელი 2006/12-წლებში "რეალში" სწორედ რამოსის თანაგუნდელი იყო. შეხსენებისთვის, ესპანელ მცველს ამა წლის ზაფხულში "სევილიასთან" კონტრაქტი ამოეწურა და ახლა თავისუფალი აგენტია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული