რუსებს UEFA-დან წყარომ უთხრა, რომ მათი თამაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამორიცხულია

AutoSharing Option
Match Tv-ს ინფორმაციით, რუსეთის ნაკრების 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაში გამორიცხულია. ამის შესახებ საიტი UEFA-დან ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

"ჯგუფების შემადგენლობა რუსეთის ნაკრებს შესარჩევ ტურნირში ჩართვის იმედის საშუალებას არ აძლევს. 12 ჯგუფიდან თითოეულში არიან გუნდები, რომლებიც რუსებთან მატჩების გამართვას დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ არის რუსეთის ნაკრების მიმართ ლოიალურად განწყობილი ნაკრებები, ისეთებიც კი, რომლებიც მზად არიან მასთან ერთად ითამაშონ კვალიფიკაციაში, რუსეთის ნაკრების ჩართვის შემთხვევაში, არსებობს კალენდრის მთლიანობის დარღვევისა და შესარჩევი ეტაპის ჩაშლის რისკი.

გარდა სპორტული ფაქტორისა, არის პოლიტიკური
ვითარებაც, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის დელეგაციას ევროპის ქვეყნებში დარჩენისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოპოვების საშუალებას მისცემს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ნაკრები კვალიფიკაციაში ვერ ითამაშებს და იძულებული იქნება გამოტოვოს მსოფლიო ჩემპიონატი.

რომელი ნაკრებები არიან რუსეთის მიმართ ლოიალურები? - მათ ვერ დავასახელებ, რადგან კოლეგებს დამატებითი პრობლემები არ შევუქმნა", - უყვება Match Tv-ს წყარო.

შეგახსენებთ, რომ 13 დეკემბერს ევროპის კონტინენტისთვის 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. 54 გუნდი 12 ჯგუფში განაწილდა, საიდანაც ექვს ჯგუფში ოთხი გუნდი იქნება, ხოლო ექვს ჯგუფში ხუთი.

შეხსენებისთვის, საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი ან ნიდერლანდები, ასევე თურქეთი და ბულგარეთი იქნებიან. გეტყვით იმასაც, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით, ყველა რუსული კლუბი და ნაკრები ჩამოშორებულია ფიფა-სა და უეფა-ს ტურნირებიდან.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მადლობა ბატონო რომა თქვენ ნამდვილი საქართველოს საამაყო პატრიოტი ბრძანდებით , სიმართლეს ამბობთ, ზოგს დაავიწყდა რომ იმ ჩრდილოეთ გეი ეგრე წოდებულმა ქვეყანამ აგვიოხრა სამას ათასამდე ოჯახი აფხაზეთში,
იბერიელი
09:58 20-12-2024
2
აუ ყველაზე მეტად იცით რა მაინტერესებს? დაგავიწყდათ 34 წლის წინ რა გაგვიკეთეს რუსებმა აფხაზეთში? ის ამაზრზენი ღრუსები 9 წლის გოგოებს რომ აუპატიურებდნენ და ჭაში აგდებდნენ დაგავიწყდათ? კიდევ მათ გვერდით დგომა რანაირად გინდათ ვერ ვხვდები. ვაჟკაცობა არ დამიკარგავსო ვიღაც წერდა კომენტარებში და მაინტერესებს რუსი რომ შვილს მოგ....ავს თვალწინ მერე შენი ვაჟკაცობა რას გეტყვის. ის 9 და 13 წლის ბავშვები რომ გააუპატიურეს აფხაზეთში ყველა ქართველის შვილია და ყველას ტკივილი მგონია. რომ იძახით ევროპაში პიდარასტები ცხოვრობენ და თქვენც გაპიდარასტება გინდათო. ბიჭო თუ პიდარასტი არ ხარ სულით როგორ გაპიდარასტდები? ან ამდენი ქართველი ცხოვრობს ევროპაში და ვინმე გაგიგიათ ქართველი ვაჟკაცი წავიდა და გაპიდარასტდაო? თუ იმიტომ არ გინდათ ევროპაში რომ გეშინიათ არ გაგიბაზრდეთ პიდარასტები რომ ხართ? ტფუი
რომა
00:24 20-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული