AS-მა მაროკოელი ფეხბურთელის სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც ის ამბობს, რომ "გალათასარაის" ამჟამინდელი დამრიგებელი ოკან ბურუქი ყველაზე ცუდი მწვრთნელია, ვინც კი აქამდე შეხვედრია.
"ჩემთვის "გალათასარაი" დამთავრებულია! აქ თამაში აღარ მინდა და იანვარში მივდივარ. მე არასოდეს მინახავს ისეთი დაბალი პროფილისა და ცუდი მწვრთნელი, როგორიც ოკან ბურუქია.
არ მაინტერესებს, გახდება თუ არა ეს გუნდი ჩემპიონი, თავი დამანებონ! რაც არ უნდა მოხდეს, აქ მოსვლას ძალიან ვნანობ", - თქვა
ინფორმაციისთვის, ზიეჩმა მიმდინარე თურქეთის ჩემპიონატში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 1 ასისტია.