სუარესის გმირობა - ურუგვაელმა მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ურუგვაიში მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა.

სუარესი საახალწლო არდადეგებს სამშობლოში ატარებს, "მაიამის" ფორვარდი ქალაქ სიუდად დე-ლა-კოსტაში საზარელი სცენის მომსწრე გახდა.

49 წლის მამაკაცი 6-მეტრიან ხეზე ავიდა და ყოფილი მეუღლის ნახვას ითხოვდა, რომელიც კარს არ უღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავის მოკვლით იმუქრებოდა.

მამაკაცი ხეზე 18 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ხიდან ჩამოსვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, სანამ ადგილზე ლუის სუარესი არ გამოჩნდა, მამაკაცმა ლეგენდარულ ფეხბურთელთან გასაუბრების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრა.

როგორც ESPN-ი წერს, ამჟამად მამაკაცი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას გადის.

altსუარესი დარჩა -

მაიამის "ინტერმა" ურუგვაელს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

altსუარესი კიდევ 1 წლით აშშ-ში - ვეტერანი ურუგვაელი სავარაუდოდ, მაიამის "ინტერთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს

altდი მარია-მესი-სუარესის ტრიო? - მაიამის "ინტერს" ანხელის დამატება სურს
 

მკითხველის კომენტარები / 7 /
თოკი არ აუგდო ?
გოჩა
13:52 06-01-2025
4
შეაშინებდა - არ ჩამოხტე , თორე გიკბენო :D:D:D
მწარე
12:39 06-01-2025
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული