მატჩის შემდეგ გასახდელში "ბლანკოსის" შემტევი ვინისიუს ჟუნიორი "მალიორკას" მცველს პაბლო მაფეოს დაუპირისპირდა.
მაფეო მთელი შეხვედრის განმავლობაში ბრაზილიელს მეურვეობდა, როგორც Relevo წერს, მატჩის შემდეგ "მალიორკას" ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვინისიუსის 10 წამში ნოკაუტში ჩაგდება შეეძლო.
როგორც კადრში ჩანს, ბრაზილიელი "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა დავიდე ანჩელოტიმ და რამდენიმე თანაგუნდელმა გაარიდეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა სახის სასჯელს მიიღებს ვინისიუსი.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს ზედიზედ მესამედ "რეალი" და "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან - შეხვედრა 12 იანვარს ჩატარდება.
"რეალმა" გაიმარჯვა და ფინალში "ბარსელონას" დაუპირისპირდება
"ვინისიუსი გაძევებას არ იმსახურებდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ"- კარლო ანჩელოტი
ფიფას ვერსიით საუკეთესო ვინისიუსია - სანიოლის და კაშიას არჩევანი განსხვავებულია