ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.
გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.
ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში საქართველოს უძველესმა
სპორტულმა გაზეთმა - „ლელომაც“ მიიღო მონაწილეობა 1991 წლიდან მისი კორესპონდენტის მამუკა კვარაცხელიას სახით და ჩვენ სწორად გამოვიცანით გამარჯვებული - ბრაზილიელი ვინისიუსი!
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში საქართველოს უძველესმა
კაცთა სიმბოლური ნაკრები: მარტინესი, კარვახალი, რიუდიგერი, დიაში, სალიბა, ბელინგემი, როდრი, კროოსი, იამალი, ჰოლანი, ვინისიუსი.
ქალთა სიმბოლური ნაკრები: ნეიჰერი, პარედესი, ბრონზი, ბატლე, გირმა, ბონმატი, ჰორანი, პორტილიო, გუიხარო, ჰანსენი, პარალუელო.
პ.ს. ვინისიუსის შესახებ შთაბეჭდილება საგრძნობლად შემეცვალა.როცა გავიგე,რომ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად,საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხა.მოედანზე სულ სხვა ადამიანი შეიძლება იყო და მის გარეთ,სულ სხვა.რეალის და პორტუგალიის ნაკრების ცენტრალური მცველი,პეპე,თავისი სიგიჟით და უხეშობით იყო ცნობილი,არა და მოედნის გარეთ,მაგაზე წყნარ ადამიანს ვერ ნახავო,იწერებოდა.დღეს ვინისიუსიც დააფასეს და ასე მგონია,აღიარება,მოედანზე მის ქცევასაც სასიკეთოდ შეცვლის.