როგორც აგუერომ განაცხადა, "ლა პულგას" 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში სურს.
"გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი მაქვს. მე და ლეო WhatsApp-ში ხშირად ვსაუბრობთ, მან მითხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ერთად უკანასკნელად ასპარეზობა სურს", - განაცხადა აგუერომ.
შეგახსენებთ, 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს კანადა, აშშ და მექსიკა უმასპინძლებენ.
ჰქონდა თუ არა რომანი მესისთან - არგენტინელმა ჟურნალისტმა ჭორებს საბოლოოდ უპასუხა
"საუკეთესო მწვრთნელი ვინც კი მყოლია?" - მესის მოულოდნელი პასუხი