რაჯა ნაინგოლანი ბელგიის მეორე დივიზიონის აუტსაიდერ გუნდში გადავიდა

AutoSharing Option
36 წლის ცნობილი ბელგიელი ნახევარმცველი რაჯა ნაინგოლანი სამშობლოში დაბრუნდა და მე-2 დივიზიონის აუტსაიდერ "ლოკერენ-ტემსეში" ჩაირიცხა, რომელიც 16-გუნდიან ჩემპიონატში ამდენივე ტურის შემდეგ 15 ქულით მე-11 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლდათ და ბოლოს ინდონეზიური "ბაიანგკარას" ფორმას ირგებდა.

ნაინგოლანის დებიუტი ახალ გუნდში 24 იანვარსაა მოსალოდნელი, როდესაც მისი ახალი გუნდი "ლიერსს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა მანამდე აზერბაიჯანულ კლუბში გადსლავიდაო
პროგრესული ქართველი
20:10 23-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული