კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში, საუკეთესო ვარ, ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ Marca-ს ინტერვიუ მისცა, საიდანაც საინტერესო გზავნილები გააჟღერა.

ვეტერანმა ვარსკვლავმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად თავისი თავი მიიჩნია.

"საუკეთესო ბომბარდირი? - ჩემს თავს დავასახელებ, რადგან სრულყოფილი ვარ. საუკეთესო ისტორიაში? - ასევე ჩემს თავს დავასახელებ. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს. ამას გულით ვამბობ", - განაცხადა რონალდომ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
საუკეთესო ფეხბურთელი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ საუკეთესო გოლეადორი ნამდვილად არის. პირველ ხუთეულში უეჭველი არის როგორც ფეხბურთელი, ისე უკეთესია სხვებმა შეგაქონ ვიდრე საკუთარი თავი აქო, მაგრამ ყველა ერთნაირად თავმდაბალი ვერ იქნება, ზოგს დიდი ეგო აქვს, ზოგს პატარა. ფაქტი ერთია ის რასაც რონალდუმ მიაღწია ფაქტიურად ფანტასტიკის სფეროა, ნებისყოფის და დაუღალავი შრომის მაგალითია ყველასთვის, პირადად ჩემთვის ნომერ პირველი სპორტსმენია, არც ერთ სპორტის სახეობაში არავინ არ მახსენდება 40 წლის ასაკში ამდენი ტიტულის მოგების შემდეგ და ამხელა ფინანსური კაპიტალის დაგროვების შემდეგ კვლავ ასეთი მოტივირებული იყოს ვარჯიშზე და შედეგზე, მართლა მშიერი მონსტრია. ყველა ახალგაზრდა და დამწყებმა სპორტსმენმა უნდა აიღონ მაგალითი თუ რა შედეგი შეიძლება დადო როცა მოტივაცია, ნებისყოფა და შრომა წინა პლანზე გაქვს დაყენებული.
მამუკა
21:20 04-02-2025
1
რონალდუს ზიდანიც ბევრად მირჩევნია, მესიზე რომ არაფერი ვთქვათ. ზიდანმა ზურგზე მოკიდებულმა გაიყვანა საფრანგეთი 2006-ში ფინალში და იქაც მატერაცი რომ არა, მეორეჯერ ასწევდა თასს. ზიზუსთან ახლოსაც ვერ მივა რონალდუ. მესი და მარადონასთან ხომ საერთოდ.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული