ევროპულ ტურნირებზე დამატებითი დრო აღარ იქნება? - UEFA სერიოზულ ცვლილებას განიხილავს

AutoSharing Option
The Guardian-ის ინფორმაციით, UEFA თავისი ეგიდით გამართული ევროტურნირების პლეი-ოფის მატჩებში სერიოზულ ცვლილებას განიხილავს.

ახალი წესით, გუნდები 2-რაუნდიანი დაპირისპირების შემდეგ, თუ საბოლოო შედეგი ფრე იქნება, პირდაპირ პენალტების სერიას ითამაშებენ და დამატებითი დრო აღარ იქნება.

ევროპულმა ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დაადასტურა, რომ ეს ვარიანტი მართლაც განიხილება და ამით გადატვირთული კალენდრის შემსუბუქებას შეეცდებიან.

ივარაუდება, რომ ეს წესი ძალაში მინიმუმ 2027 წლამდე არ შევა, თუმცა იდეა ამ ეტაპზე სერიოზულად განიხილება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
იმას, რომ გასვლა მიღების თამაშებზე დამატებითი დრო არ უნდა იყოს წლებია ვწერ. თუ გუნდმა საკუთარ მოედანზე პირველ თამაშზე 90 წუთი ითამაშა, იმან მოწინააღმდეგის მოედანზე რატომ უნდა ითამაშოს 120 წუთი? გასვლა მიღება იმიტომაა დაწესებული, რომ ორივე გუნდი თანაბარ მდგომარეობაში იყოს, აქ კი მეორე თამაშის მასპინძელი 30 წუთიან მასპინძლობის დამატებით დროს იღებს რატომ? ძალიან კარგი თუ მოიხსნება დამატებითი დრო და გუნდებს თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებენ.
ჟორა გაბრიჭიძე
16:38 07-02-2025
0
ძალიან კარგი იდეაა,
შადიმანი
15:28 07-02-2025
4

სიახლეები პოპულარული