"როდესაც ეს გითხარით, მოგატყუეთ" - პეპ გვარდიოლა

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" "რეალს" ესტუმრება. "ქალაქელების' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის 1%-იანი შანსი აქვს.

"როდესაც ეს ვთქვი, მოგატყუეთ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობ, რომ ჩვენი შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ 1%-ია. ვგრძნობთ ზეწოლას, მაგრამ ამის გარეშე კარგი თამაშის ჩვენება შეუძლებელია. მადრიდის "რეალთან" უნაკლო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ, სხვანაირად მოგება გაგვიჭირდება", - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი
"რეალის" გამარჯვებით 3:2 დასრულდა. დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

alt"ამ ფეხბურთელის გაწვრთნაზე ყოველთვის ვოცნებობდი, სამწუხაროა, რომ ვერ მოვახერხე" - პეპ გვარდიოლა

altგვარდიოლას მოთხოვნით - "სიტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მინიმუმ 3 ტრანსფერს განახორციელებს

alt"სიტის" კრიზისი გრძელდება - გვარდიოლას გუნდი ზედიზედ მესამედ დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
მართლა ტყუილი გითქვამს, 1 პროცენტიც არ გქონია შანსი
მამუკა
01:39 20-02-2025
0
ვავა, ვავა
ვოვა
13:46 19-02-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული