"ამის გაკეთება მაიძულეს" - ლიონელ მესი

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ Apple Music-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში პსჟ-ში გატარებული წლების შესახებ ისაუბრა.

"ლა პულგას" თქმით, მას პარიზულ კლუბში გადასვლა არ სურდა.

"მაიამის "ინტერში" თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ყოფნა ძალიან კარგია, განსაკუთრებით პარიზში გატარებული წლების შემდეგ. იქ გადასვლა ჩემი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ამის გაკეთება მაიძულეს.

ორი წელი, რომელიც პარიზში გავატარე, უამრავი ცუდი რამ გამოვიარე. ვარჯიშებზეც და თამაშებზეც უბედური ვიყავი, ამასთან გამკლავება მიჭირდა. მაიამიში ყველაფერი სხვაგვარადაა, აქ მე და ჩემი ოჯახი თავს შესანიშნავად ვგრძნობთ", - განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, დიდი
ალბათობით, ლეო 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს, ამის შესახებ ინფორმაცია მისმა უახლოესმა მეგობარმა და ყოფილმა ფეხბურთელმა, სერხიო აგუერომ გაავრცელა.

altმესიმ "ნიუ იორკ სიტისთან" 2 საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altბრაზილიელმა რონალდომ თავისი თავი კრიშტიანოსა და მესის შეადარა - ნახეთ, რომელს თვლის ის მასზე უკეთეს ფეხბურთელად [VIDEO]

altმესი თუ რონალდო? - ბუფონმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
 

მკითხველის კომენტარები / 10 /
არა და პსჟ ში რომ არ წასულიყო ვერც მოიგებდა მსოფლიოს ტიპმა დაისვენა ბარსასგან
ჯემალი
11:00 02-03-2025
2
რატომ ვერ ხვდებით,რომ მესიმ დაბალ ხელფასად თავად არ ისურვა ბარსელონაში თამაში?წავიდა იქ სადაც მაღალი ხელფასი დაუნიშნეს,იქაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავი რომ შეენახა,თითქმის არ იხარჯებოდა მოედანზე,ფაქტიურად სეირნობდა,ამისთვის შეიძულეს პსჟ-ს ფანებმა!რა არის ამაში გასაკვირი?
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
23:35 01-03-2025
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული