მას ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული - გორის "დილამ" გამოცდილი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
გამოცდილი მცველი პედრო მენდეში კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა ქართულ კლუბთან კონტრაქტი1+1 სისტემით უკვე გააფორმა და გუნდის სავარჯიშო პროცესშიც ჩაერთო.

მენდეშს სხვადასხვა დროს "სპორტინგში", "პარმაში", "სასუოლოში", "რენსა" და "მონპელიეში" უთამაშია.

იგი ბოლოს მშობლიურ "ესტრელა ამადორას" ღირსებას იცავდა, სადაც 13 მატჩი გამართა.

მენდეშს საფრანგეთის ლიგა 1-ში 146 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო სერია A-ში - 37.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაოცებს გორის დილას სკაუტინგი მიდგომები ძაან კაი ტრანსფერია ახალგაზრდებისთვის
0
კარგია!
ქომაგი
13:08 01-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული