
წყაროს ცნობით, "მეთოფეებმა" გერმანელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. კიმიხს მიუნხენელებთან მიმდინარე ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება, "ბაიერნი" იოზუას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც 2028 წლამდე იქნება გათვლილი, ჯერჯერობით გერმანელს ამ შეთავაზებაზე თანხმობა არ განუცხადებია.
კიმიხი "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და ამ პერიოდის განმავლობაში "ბაიერნის" მაისურით 285 მატჩი ჩაატარა.