"ფიზიკური მომზადების გარეშე, პრემიერლიგაში ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში რთულია" - ამორიმმა ანტონის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა TNT Sports-თან ინტერვიუში "მანკუნიანელთაგან" "ბეტისში" განათხოვრებული შემტევის, ანტონის შეასხებ ისაუბრა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ანტონის მსგავსი ფეხბურთელებისთვის ლა ლიგა შესანიშნავი ჩემპიონატია.

"როდესაც პრემიერლიგაში თამაშობ, ფიზიკური მომზადება უმნიშვნელოვანესია. თუ ფორმაში არ ხარ, აქ ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში ურთულესია.

ანტონი ესპანეთში მშვენივრად გამოიყურება, ეს რამდენიმე მიზეზის გამო ხდება, მაგრამ ფიზ.მომზადება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს", - განაცხადა ამორიმმა.

შეგახსენებთ, ანტონიმ "ბეტისში" გამართულ 7 თამაშში თავი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა. "ანდალუსიელებს" ბრაზილიელის გამოსყიდვის უფლება არ აქვთ,
შესაბამისად, შემტევი ზაფხულში "იუნაიტედში" დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ არა გვარდიოლა, ფერგიუსონი, ვენგერი და შენ და სხვა ესპანელი სპეციალისტი რომ არა ინგლისური საკლუბო ფეხბურთი 90-იანი წლების შემდეგ არაფერია!
ლაშა
16:02 03-03-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული