"პსვ-სთან ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ, სამუშაო გვაქვს" - მიკელ არტეტა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში "არსენალმა" პსვ-ს უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში "მეთოფეებმა" მეტოქე 9:3 სძლიეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ აღნიშნა, რომ მისი გუნდის ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

"კარგად დავიწყეთ და გოლიც გავიტანეთ, ორჯერ ვიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, თამაშის მოგება ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში გადავიღალეთ, ხშირად ვაგვიანებდით და ორთაბრძოლებში სუსტად გამოვიყურებოდით.

ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერები ვართ, რადგან მომდევნო ეტაპზე გავედით. ზოგიერთმა მოთამაშემ მოედანზე ყოფნა დაიმსახურა, მათ შანსი მივეცი. ბევრი სამუშაო
გვაქვს", - განაცხადა არტეტამ.

შეგახსენებთ, "მეთოფეები"" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რეალს" დაუპირისპირდებიან, პირველი შეხვედრა ლონდონში, 8 აპრილს გაიმართება, განმეორებითი მატჩი კი მადრიდში, 15 აპრილს შედგება.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: დრამა "მეტროპოლიტანოზე" - "რეალმა" "ატლეტიკო" გამოაგდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული