2014 წლის მერე პირველად - ბრაზილიელთა მძიმე სტატისტიკა, არგენტინასთან განადგურების შემდეგ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, "ალბისელესტემ" სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში ბრაზილია 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "სელესაომ" ოფიციალურ მატჩებში 4 ან მეტი გოლი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაუშვა. მოგეხსენებათ, მაშინ საშინაო მუნდიალზე ბრაზილიელები ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 განადგურდნენ.

უშუალოდ სამხრეთ ამერიკული ნაკრებიდან ბრაზილიელებმა 4 ბურთი 1987 წლის შემდეგ პირველად მიიღეს. ბოლოს ეს არგენტინაში გამართულ კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრებმა გააკეთა, რომელმაც "სელესაოს" 4:0 სძლია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან სამწუხაროა ასეთი "არა-ბრაზილიური" ბრაზილიის ნაკრების ხილვა:( არადა, ინდივიდუალურად არავის ნაკლები ფეხბურთელები არ ჰყავთ (ვინისიუსი, რაფინია, ნეიმარი...); ყოველ შემთხვევაში არგენტინის ნაკრებს ნამდვილად არ ჩამოუვარდებიან (მესის არ ვგულისხმობ). ჩემი აზრით, ეს უფრო მწვრთენილის ბრალია, და ერთადერთ გამოსავალად ისევ ტიტეს დაბრუნება მიმაჩნია...
ბიკენტი
10:54 27-03-2025
0
რონალდინიოს მერე ამათ ნაკრები აღარ ჰყავთ,აღარ ვლაპარაკობ კიჭაზე და კიდევ უფრო ქვემოთ წლებზე...ნეიმარი,კაკა,დანი ალვეში და ტიაგო სილვა ამის იქით ამათ ბოლო 15 წელში არ ჰყოლიათ,ნაკრები კი არა ჯოგია,ვინისიუსებით,პატოებით,რიჩარლისონებით,მარსელოებით და ხუიზნაეტებით გაავსეს ნაკრები,ეს ნიშნავს რეგრესს,ეხლანდელ ბრაზილიას ყველა ევროპული ნაკრები მოუგებს რომელიც ძალას წარმოადგენს,საფრანგეთს,ესპანეთს,ინგლისს,გერმანიას,იტალიას,პორტუგალიას,ჰოლანდიას თავი რო გავანებოთ,ბელგია,ხორვატია,შვეიცარია,თურქეთი,დანია შუაზე გახევს...სამწუხაროა,მაგრამ ფაქტია
Gomako
22:13 26-03-2025
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული