ყველაზე საოცარი აცილება მსოფლიოში [VIDEO]

AutoSharing Option
ეს "გილინგემისა" და "სტივენეჯს" შორის მატჩში მოხდა, რომელიც მასპინძლებმა 3:2 მოიგეს.

გამარჯვებულთა კაპიტანმა ადამ ბარეტმა საოცრად ააცილა ბურთი კარს - მე-9 წუთზე ცარიელ კართან დადარაჯებული ბარეტი ნელა ჩაწოდებულ ბურთს დაუხვდა და... ნახევარი მეტრის მანძილიდან ბურთი კარს გადააცილა!

შეხვედრის შემდეგ "გილინგემის" მთავარი მწვრთნელი პიტერ ტეილორი, რომელიც 2000 წელს ინგლისის ნაკრებს წვრთნიდა, სიცილით ამბობდა, რომ მან ნახა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცუდი აცილება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მაგარ ისტორიას მოგიყვებით. 60-70-იანების მიჯნაზე ენძელას თასი მოიგონეს, სეზონის დაწყებამდე იმართებოდა. ამბობდნენ გამარჯვებულს უეფას (ბაზრობის) თასზე გავუშვებთო შემოდგომაზე. ნახევარფინალში ქუთაისის ტორპედომ დინამოს სტადიონზე პენლებით მოუგო ნეფთჩის (მაშინაც 5-5-ს ურტყამდენ, მხოლოდ ჯერ 1 გუნდი 5-ს, მერე მეორე), მახსოვს ტორპედომ 5-ვე მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა, ერთი პენალი, მგონი სწორად მახსოვს, რევაზ ძოძუაშვილმა. ფინალში მოსკოვის დინამოც გავიდა. თუ ჩვენ დინამოს მოსკოველ თანაკლუბელებთან ყველაზე ცუდი ბალანსი ქონდა საკავშირო ჩემპიონატის ისტორიაში, ქუთაისელები თითქმის ყველგან უგებდნენ. მთელი საქართველო ელოდება ფინალს, რომელიც ასევე თბილისში დინამოზე უნდა ჩატარდეს. გამოვიდნენ გუნდები და საოცრება - მოსკოვის დინამო სულ დუბლებითაა წარმოდგენილი, თურმე არ ელოდნენ რომ ფინალში გავიდოდენ და ტურნე აქვთ დაგეგმილი იაპონიაში (აპა რომელი ჭკუათმყოფელი არ წავიდოდა მაშინ იაპონიაში?!). ჰოდა ქართველებს, როგორც გვჩვევია, თავში აგვივარდა, ძირითადს ვუგებთ, ამათ ხომ შევჭამთო. ჰოდა 0-1 ვაგებთ (საერთოდ მაშინ უცნობმა ბავშვმა ლარინმა - მომავალში ცნობილმა ფეხბურთელმა, გაგვიტანა). მართლა რომ შეაჯდა ტორპედო, და აი, ბოლო წუთიც, მარჯვენა ფრთიდან კარის ხაზის გასწვრივ გამჭოლი პასი ("პრასტრელი") და ჯუმბერ ხაჟალიამ, პრაქტიკულად კარის ხაზიდან მოახერხა ბერთის ზედა ძელის ზევით გაგზავნა. ასე რომ, კანთელაძე-ჩელებაძემდე ასეთი სასწაული აცილება მაქვს ნანახი, და მახსოვს...
Aleqsandre
09 ოქტომბერი 2019 11:04
1
ამას თავად ლეგენდარული ლადო დვალიშვილიც კი 99%-ით გაიტანდა :)
ლუკა
08 ოქტომბერი 2019 19:51
0
როგორ ააცილა,ამას გოლი საერთოდ თუ აქვს გატანილი საინტერესოა,ისე გამეხარა,მარტო ჩვენებს არ მოზდით ასეთი ამბები.
გოჩა
08 ოქტომბერი 2019 20:20
0
გავარი აქვს შეცვლილი, უეჭველი ქართველია )))))))))))))))))
))
08 ოქტომბერი 2019 15:51
4
კიევის დინამოს შემადგენლობაში დემეთრაძესაც აქვს ეგეთი გაფუჭებული, ასე რომ ეგ ტიპი არაა პირველი უიღბლო
პაატა
08 ოქტომბერი 2019 15:43
3
დემეტრაძეს უიღბლობა არ ჭირდა, სხვა რამე ჭირდა . . :)
234
08 ოქტომბერი 2019 16:24
0
უიღბლო კი არა პირველი უცოდინარი არ ყოფილა :დ
roma
08 ოქტომბერი 2019 16:30
2
შორს წასვლა არ გვჭირდება-რევაზ ჩელებაძე,დავით ყიფიანი,გიორგი დემეტრაძე...
+
08 ოქტომბერი 2019 21:34
10
ასეთი რამე გოჩა გავაშელსაც შეემთხვა,დინამოში.ნახევარი მეტრი არც იყო კარამდე,თითქმის ხაზზე მოხტუნავდა ბურთი,მარჯვენა ფლანგიდან და მთელი სისწრაფით გამოქცეულმა გოჩამ,მთელი ძალით ბეთქა და მაღლიდან გადააცილა,კარს.ამის გაკეთებას,ძალიან დიდი ოსტატიც კი, ორიდან ერთ შემთხვევაში თუ შესძლებდა.მახსოვს დიდი ეროსი მანჯგალაძის კომენტარიც,თავისი ულამაზესი ბანით,"ეჰ გოჩა,გოჩა!ამასაც ხომ მოხერხება უნდა კაცო,აცდენა უფრო ძნელი ოყო,ვიდრე გატანა.არა და ეს ბურთიც ისე იკლიკანტურად მოხტუნავდა,ცოდვა იყო,მთელი ძალით არ დაერტყა".მაშინ ასაკით საკმაოდ პატარა ვიყავი და ზუსტად არ მახსოვს,მაგრამ გოჩა გავაშელიც ან წინა წლის,ან კიდევ იმის წინა წლის სსრკ ჩემპიონატის საუკეთსო ბომბარდირი იყო.ასე რომ, ოსტატობა არც მას აკლდა.
სოსო
09 დეკემბერი 2019 11:57
0
არველაძეეეეეე
1234
08 ოქტომბერი 2019 15:34
4

სიახლეები პოპულარული