მარადონას გამონათქვამები პელეზე: მას ხომ დებიუტი ბიჭთან ჰქონდა

AutoSharing Option
"ხალხმა ამირჩია მე. ახლა ამათ უნდათ, რომ პრიზი გავუყო პელეს. რატომ? არავითარ შემთხვევაში", - 2000 წელი. მარადონამ დიდი უპირატესობით აჯობა პელეს საუკუნის ფეხბურთელის გამოკითხვაში. ფიფამ არგენტინელს სთხოვა, პრიზი პელესთან გაეყო.

* * *
"პელე აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მუზეუმს", - მას მერე, რაც პელემ გადაწყვიტა დაეცვა ყველასგან გაკრიტიკებული 2010 წლის ოფიციალური ბურთი "ჯაბულანი". დიეგომ აღნიშნა, რომ პელეს გაცილებით უხდება მდუმარე არტეფაქტის როლი, ვიდრე ანალიტიკოსის.

* * *
"აშკარად შეცდომით დალია წამალი - პელეს ძილისწინა აბები აერია დილისაში. იმედია, მომავალში ის ამ შეცდომას გამოასწორებს
და შეიცვლის ექიმს", - მას მერე, რაც პელემ განაცხადა, ნეიმარი ლიონელ მესიზე უკეთესი ფეხბურთელიაო.

* * *
"რატომ მადარებთ პელეს? დედაჩემმა მითხრა, რომ მე უფრო ძლიერი ვიყავი, ის ხომ ისეთ ფეხბურთელებს ეთამაშებოდა, რომელთაც მოძრაობაც არ შეეძლოთ", - ამით დიეგომ ხაზი გაუსვა 50-იანი და 60-იანი წლების ფეხბურთის ნაკლებ ათლეტურობას.

* * *
"როდესაც კრიშტიანო რონალდოს ოქროს ბურთის გამარჯვებულად აცხადებდა, მან თქვა - კრიშტიანო ლეონარდო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ადგილი მუზეუმშია", - ციურიხში პელეს მართლაც აერია კრიშტიანო რონალდოს სახელი.

* * *
"ღმერთო ჩემო, რა სისულელეა! შესაძლოა ნეიმარი მართლაც არის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე, მაგრამ მაშინ უნდა აღიაროს, რომ მესი უცხოპლანეტელია", - ვერაფრით მოინელა დიეგომ ნეიმარის საუკეთესოობა.

* * *
"იცით, რატომ არ მიყვარს, პელეს რომ მადარებენ? იმიტომ, რომ სისულელეებს ლაპარაკობს და თან არ ჩერდება", - 2013 წელს მარადონამ კიდევ ერთხელ შეახსენა პელეს, რომ სწორად არ სვამს ექიმისგან გამოწერილ წამალს.

* * *
"ყველაზე კარგი ჩემზე და მესიზე როცა ლაპარაკობენ ისაა, რომ ამ დროს ფიფაში ერთი ფერადკანიანი იბოღმება", - დიეგოს აზრით, პელე შურიანია.

* * *
"ეს, ალბათ, მისი ასაკის ბრალია, ტვინი ძველებურად ვეღარ მუშაობს. მოდი, მას ნურაფერს დავაბრალებთ - ბოლო 20 წელიწადია, უსაქმურადაა. სუპერმარკეტშიც კი არავის უნახავს. რას საქმიანობს, იცის ვინმემ?" - 2012 წელს პელემ თქვა, რომ მესი ვერასოდეს გახდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც თავად იყო.

* * *
"ბოლო დროს მხოლოდ ფიფას პრეზიდენტთან ერთად თუ მინახავს. მგონი, მისი თოჯინაა, რომელიც პულტით იმართება", - მარადონამ პელეს ზეპ ბლატერის თოჯინა უწოდა.

* * *
"როცა აფრიკაში ტრაგედია შეემთხვა ტოგოს ნაკრებს, ერთმა ფერადკანიანმა კაცმა, რომელიც ადრე "ათიანით" თამაშობდა, განაცხადა, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა.

ახლა მუნდიალი იწყება, სამხრეთ აფრიკამ დაუმტკიცა პელეს, რომ ამაშიც ცდებოდა", - 2010 წლის მუნდიალის გახსნის წინ.

* * *
"რა გინდათ, რომ ვთქვა? მას ხომ დებიუტი ბიჭთან ჰქონდა", - ეს იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი ფრაზა პელეს მიმართ. 2009 წელს პელემ განაცხადა, რომ დიეგო ბავშვებისთვის ცუდი მაგალითია, რადგან მისი კარიერა ნარკოტიკებთან და დოპინგთან არის გადაჯაჭვული.

დიეგომ კი პელეს ძველი დრო გაუხსენა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პელე ყოველთვის უარყოფს თინეიჯერობისას ჰომოსექსუალურ კავშირს.

* * *
"პელეს და მარადონას შორის ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ მე ყველა ფეხბურთელი პატივს მცემს, მას კი - მხოლოდ ფეხბურთის მმართველები, რომელთა მეგობარი მე არა ვარ", - ანუ მე სახალხო კაცი ვარ, ის კი ოფიციოზისო.

* * *
"2000 წელს, როცა ხალხის წყალობით, საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, პელე მეორე იყო. ის ასევე მეორეა ბრაზილიის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში აირტონ სენას შემდეგ. ის, რომ ფიფამ პელეს მისცა "ოქროს ბურთი", არ არის ნაგვობა?" - ეს სულ ცინცხალი გამონათქვამია.

გაგრძელება, ცხადია, იქნება...

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week

მკითხველის კომენტარები / 34 /
ფეხბურთში არ ვერკვევი, თუმცა ნამყოფი ვარ (ამ წლის დასაწყიში) ბრაზილიის ქალაქ სანტოსში - პელეს მშობლიური ქალაქი. (ნეიმარიც ამ ქალაქიდან არის) და მოკლედ ვნახე პელეს მუზეუმი, რომელიც ესე ლამაზად ჩანს ინტერნეტში ფოტოზე, რელაურად არის ერთი ჩამოქცეული შენობა (ჩვენთან როა საბჭოთა პერიოდის დროინდელ მიგდებულ ქარხანებია ესე) შარდის სუნით და პროსტიტუკებით და ბარიგებით გარშერმორტყმული. ეს შენობაც თურმე მთავრობას გაუკეთებია და პელეს 1 რეალიც (ბრაზილიური ფული) არ აქვს დახრჯული თავისი არათუ ქალაქისთვის, არამედ თავისი მუზეუმისთვისაც. არადა რა ქონებას ფლობს პელე ეს ამის მოყოლას არ დავიწყებ.. სხვათა შორის ყავა პელეც (კაფე პელე) ყველაზე ბანძი ყავაა ბრაზილიაში.
ზაზა
29 დეკემბერი 2019 00:42
1
ეჰ მარადონას თამაშის მაყურებელი ფეხბურთის მოყვარული კაცი დამჯდარი 5 წუთი ვერ გაძლებდი...ჯადოქარი იყო უძლიერესი ინგლისი და გერმანია მარტო ყავს ნათრევი ჩოქბჯენში.ნაპოლი და არგენტინა ბეჭზე არ ყავდა სულ მოკიდებული?ხეირიანი პასის გამკეტებელი არ ყავდა ტიპს.წააქცევდნენ და კოტრიალით ასწრებდა მაინც ბურთამდე.არ მახსენდება ასეთი ლიდერი არავინ გუნდის.არავინაც არ ჯობდა და არც ახლა ჯობს არავინ.მეფეა მეფე ფეხბურთის...
baqari
28 დეკემბერი 2019 23:15
4
პელე არა კვახი დიეგო მესი რონალდო პორტუგალილეი ზიდანი ბაჯო რონალდო ბრაზილიელი და გაუჩო! პელეს გარინჩა ჯობდა მესხი და დი სტეფანოც
:))))
28 დეკემბერი 2019 22:23
9
Pele ro mashin sajarimoshi aketeebda dges eg roqna evropul fexburtshi fexs dagatovebineven ramosebi van deikebi da ase shemdeg, tempi gavitvaliscinot xalxo.rac sheexeba mag atas gols, vis cinaamdeg gaitana eg golebi, mag 1000 gols ronaldus 130 jobia ligaze
Milani
28 დეკემბერი 2019 19:55
10
Fexburtis im temps rasac mesi da ronaldo gvtavazobeen bolo 15 celia, araqvs analogi, stabilurobaze araafers vambob,mxolod ert kacs shevadridi magat da es kaci fexburtia arabi jadoqaria
Milani
28 დეკემბერი 2019 19:49
4
დიეგო პირეველია შემდეგ ლეო ფიფას ღთოჯინა პელე რა მოსატანია. მაგას ბრაზილიელი რონალდოც ჯობდა
levani
28 დეკემბერი 2019 18:24
9
როდესაც პელესა და მარადონაზეა ბაზრი იქ მესი რა მოსატანია.
ტოლი ნახე
28 დეკემბერი 2019 16:32
15
ბარსა მესი! აქ ფეხბურთელების თამაშზე საუბარი, თორემ მე ისეთი ნათესავი ლექტორი მყავდა გალანძღვა კი არა კაცს გადაყვებოდა თუ რამე დასჭირდებოდა. თან 2-იანი არ დაუწერია სტუდენტისთვის)). პელეა პირველი ამაზე არც დაობენ. ეს ნაგლური გამონათქვამები მარადონასი ვერაფერს დააკლებს! თქვენზე არ ვამბობ მაგრამ მესის ისეთი ადამიანებიც აქებენ, რომლებსაც სხვა დიდი ფეხბურტელების თამაშები არც უნახავთ, არც ჩანაწერი მათ შორის. კი დღეს მესი ( ვინც დღეს თამაშობს) უდაოდ პირველია. მაგრამ ფეხბურთის ისტორიაში ხუთეულშიც ვერ შევა! ასე ეს.
დავით 67
28 დეკემბერი 2019 21:19
7
ამ ორ დეგენერატზე, როცაა ბაზარი, მესის ხსენება საერთოდ არც უნდა იყოს ამათთან. სად ეს ორი ტუტუცი და სად მესი, ჯერ ესეთი მესის ამათნაირად არც უყვარს ბევრი ლაი ლაი და ვინმეს ლანძღვა აი ამიტომაც ვცემ პატივს.
ბარსა მესი
28 დეკემბერი 2019 17:05
13
ხშირად იყო რომ მარადონა გუნდს მიათრევდა..პელეს სათრევი ბრაზილიის ნაკრები არასდროს არ იყო...წერტილი.:))
საბა
28 დეკემბერი 2019 15:50
2
კი, მესი ძალიან მაგარია ხიხონთან, ვალიადოლიდთან . ესპანური ფეხბურთის ლეგენდაა, ევროპაშიც პირველია. მაგრამ პელეს და მარადონას გვერდით ვერასოდეს დადგება.

ამისთვის მან მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს. ჰქონდა რამდენიმე შანსი. და როგორც ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატებზე. ყველა ხედავდით.


მახსოვს მარადონას 1986 წელს გუნდში ორიოდ ნორმალური ფეხბურთელი ჰყავდა, და თითქმის მარტომ მოუგო იმ დროს უძლიერეს გერმანიას.


ამიტომ დააყენეთ ერთ ადგილზე თქვენი პ ... ათოსი!

პირველი პელეა, მეორე მარადონა, და მერე სხვა დანარჩენები. მესი ამ ორს ვერასოდეს გაუსწრებს, თუ მსოფლიო ჩემპიონი არ გახდა. და მას ვინმე მომავლის გენიალურმა ყოველთვის შეიძლება გადაასწროს.

ამჟამად მესი, კი, ყველას ჯობია!
ისტორია
28 დეკემბერი 2019 15:03
16
ფუი კაცი, რომ მოზარდთან "იხტუნავებს" იმისი ფეხბურთიც შემირცხვენია და ადამიანობაც.
ბარსა მესი
28 დეკემბერი 2019 16:27
6
"ამაშია საქმე" ნუ შენ, რომ მესის მიმართ პარანოიკა გჭირს, არ ახალია. მერე ეხლა მესისაც კითხე უნდა ამ ორის გვერდით დგომა? ერთი არის გაქანებული ნარკომანი. მეორეს წარსულში კი შავი ლაქააა "მოზარდის" მიმართ..... ამის მერე ვის მოუნდება ამათ ვერდით დგომა? მესის კი ვერავინ ვერაფერს მოუძებნის გარდა იმისა, რომ არის სანიმუშო მეოჯახე, ბრწყინვალე ფეხბურთელობასთან ერთად. "ამაშია" ბოღმაობაში ძალიან გავხარ შენ მონათესავე დაბოლილს.
ამაშია საქმე! ჯერ ამ ორი ტუტუცის ურთიერთობას შეხედე და მერე ახსენე მესი (ან კიდევ მესის ხსენებაზე პირები გამოირეხცეთ შენნაირებმმა)
28 დეკემბერი 2019 16:25
7
როდესაც გეტყვიან პელე ხარ ნიშნავს რომ საუკეთესო ხარ შენ საქმეში.პელე უნაკლო იყო, ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებდა.დრიბლინგი,პასი,მოედნის ხედვა,ორივე ფეხით უძლიერესი დარტყმა,ჯარიმები და მაღალ ნახტომში თავურით გატანილი უამრავი ბურთი. კაცს 1500 ბურთამდე აქვს გატანილი და რეებს ბჟუტურობთ.კაცმა ორ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში ორი უმაგრესი ბურთი გაიტანა,1958 წელს საჯარიმოში ორ კაცს თავზე გადაუგდო და 1970 ში 2 მეტრიან ფაკეტიზე მაღლა ახტა.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებზეა ლაპარაკი და არა ეიბარებთან, ლეგანესებთან გატანილ გოლებზე ახლა რომ ოქროს ბურთს არაფრის მოგებისთვის რომ ჩუქნიან.
პელე ანუ მეფე, ანუ მსოფლიო ბრენდი.
28 დეკემბერი 2019 15:00
11
ამაშია, შე ბოღმა, მესიმ 6-ეედ, რომ მიიღო ოქ. ბურთი ალბათ შენ იმ დროს შეტევა გექნებოდა და დორბლებს ყრიდი არა?
ვინც მესის ვერ იტანს ყველას გაგკარით...... ამაშიას თამადობით.
28 დეკემბერი 2019 17:00
9
ბრენდი არა, ჩემი ფეხები....
არ გაგვაცინოთ.
28 დეკემბერი 2019 16:54
5

სიახლეები პოპულარული