დაუჯერებელი ისტორია: სტადიონზე მყოფ უსინათლო ქომაგს კომენტატორობას მამა უწევს [VIDEO]

AutoSharing Option
ბილი ჰესლიპისა და მისი უსინათლო შვილის დაუჯერებელი ისტორია, რომლებიც ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონატში "კრუზეიდერსს" ქომაგობენ.

გრეხემი ბავშვობიდან უსინათლოა, მაგრამ ეს არ უშლის ხელს, მამასთან ერთად "კრუზეიდერსის" საშინაო მატჩებზე იაროს. ბილი შვილისთვის პირადი კომენტატორია.

შვილისთვის კომენტატორობა ბილიმ ჯერ კიდევ 1990 წელს დაიწყო, როცა ბელფასტის სტადიონის მინდორი ჰესლიპების სახლიდან ჩანდა. მაშინ ტერასასთან ბევრი გულშემატკივარი გროვდებოდა, რომ მატჩის ამბები მოესმინათ.

აღსანიშნავია, რომ ბილისა და გრეხემ ჰესლიპების ისტორიაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული