ლუის ენრიკე პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტს ეცა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე პსჟ-სთან (0:4) ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩის შემდეგ ისე იყო გაღიზიანებული, რომ თავი ვერ შეიკავა და ჟურნალისტს ეცა.

ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იტყობინება.

წყაროს ცნობით, ენრიკე სამმა კაცმა შეაკავა, თორემ ესპანელი მწვრთნელი TV3-ს კორესპონდენტის ცემას აპირებდა.

თვითმხილველთა თქმით, ენრიკეს პრესკონფერენციაზე ჟორდი გრაუს კითხვები არ მოეწონა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ენრიკე ჟურნალისტს მივარდა და უთხრა:

"ვნახოთ, როგორ დამელაპარაკები, როცა მოვიგებთ".

- დღეს "ბარსელონა" დაქალთან დარჩა - სახალისო კომენტარები "ბარსელონას" განადგურებაზე
- "ბარსელონას" შანსი არ აქვს -
სტატისტიკა ესპანელების წინააღმდეგ
მკითხველის კომენტარები / 9 /
პელე, ბოლოს რეალმა ორჯერ მოიგო ლიგა და ორივეჯერ სერხიო რამოსის გოლებით. პორტუგალიამ მერე შეძლო ფინალში გოლის გატანა რონალდო რომ გამოცვალეს. გოლების რეკორდი რომ დაამყარა ლიგაზე 17-დან 13 მალმიოს და შახტარს გაუტანა. მესის კიდევ ყველა ფინალში და ნახევარფინალში გაქონდა! მარტო ბავარიასთან გატანილი გოლები ჯობია მაგის ყველა გოლს ერთად აღებულს . 25 გოლი მარტო რეალისთვის აქვს შეგდებული... ბნელაა?
0
მესი ნამდვილად საუკეთესოდ მიმაჩნია,მაგრამ სირცხვილი ბარსას,გოლი ვერ უნდა გაუტანო ფრანგულ კლუბს?არა,ენრიკეს ადგილი არაა ბარსაში.პ.ს.ბარსას გულშემატკივარი ვარ.
zura
22:06 15-02-2017
0

სიახლეები პოპულარული