მილანი-ბარსელონა 4:0 (1993/94)
იოჰან კრუიფის "ოქროს ხანა" იყო. თითქოს, "ბარსელონას" გამჩერებელი არავინ იყო და ათენური ფინალის ფავორიტიც ესპანური გუნდი იყო, მაგრამ ფაბიო კაპელოს "მილანმა" არა მარტო დაჯაბნა მეტოქე, არამედ ფინალების ჯერაც შეურყვნელი რეკორდი დაამყარა - 4:0. მასაროს (დუბლი), დესაისა და სავიჩევიჩის გოლები კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ კატალონიაში. დინამო კიევი-ბარსელონა 3:0 (4:0) (1997/98)
ეს იყო ლობანოვსკის ბოლო საოცრებები კიევში. მან ლუი ვან გაალს შემოდგომით ორი დიდი დარტყმა მიაყენა, საერთო ჯამში 7:0 მოუგო ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში. ვან გაალმა მაშინ თქვა, "დინამოს" სუსტი ადგილები არ აქვსო...
რომა-ბარსელონა 3:0 (2001/02)
კარლოს რექსაჩი გახსოვთ? მან მხოლოდ 1 წელი იმუშავა "ბარსას" თავკაცის პოსტზე და რომში სამაგალითოდ წააგო "რომასთან", რომელსაც... "ბარსას" მესაფლავე დონ ფაბიო ხელმძღვანელობდა. ემერსონი, მონტელა და ტომაზი გაუმკლავდნენ ლუის ენრიკეს, რივალდოს, კლუივერტსა და სხვებს.
ბაიერნი-ბარსელონა 4:0 (3:0) (2012/13)
ეს იყო ნახევარფინალური დუელი, ათენის ტრაგედიიდან 19 წლის თავზე. "ბარსა" ჯერ "ალიანც არენაზე" გაანადგურეს, მერე მშობლიურ "კამპ ნოუზეც". "ბარსამ" პირველად იგრძნო თავი "ოსასუნას" ტყავში.
პსჟ-ბარსელონა 4:0 (2016/17)
რა თქმა უნდა, სამშაბათის მატჩი ყველაზე დამამცირებელი მარცხების სიაში შევიდა. უნაი ემერის გამართულმა ტაქტიკამ ნამსხვრევებად აქცია ლუის ენრიკეს გუნდი. 4 წელია, "ბარსელონასთვის" ასეთი რამ არ უკადრებიათ.
- დღეს "ბარსელონა" დაქალთან დარჩა - სახალისო კომენტარები "ბარსელონას" განადგურებაზე
- "ბარსელონას" შანსი არ აქვს - სტატისტიკა ესპანელების წინააღმდეგ
- ლუის ენრიკე: იმედს არ ვკარგავ, ხუთი გოლი უნდა გავიტანოთ
- უნაი ემერი: "ბარსელონასთან" თითქმის იდეალური მატჩი ჩავატარეთ
- ლუის ენრიკე პსჟ-სთან მატჩის შემდეგ ჟურნალისტს ეცა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"